ისრაელ კაცი ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმაზე - თუ ისრაელის ჩრდილოეთში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება არც ბეირუთში

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, თუ ისრაელის ჩრდილოეთ თემებში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება არც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.

„ლიბანის მთავრობას პირდაპირ პასუხისმგებლობა ეკისრება გალილეაზე თავდასხმაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ გალილეას მაცხოვრებლების უსაფრთხოებას და ვიმოქმედებთ ძლიერად ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელ კაცმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლიბანის დედაქალაქიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი რაკეტა მოიგერიეს, მეორე კი ლიბანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია