ჯანდაცვის სამინისტრო - პროფკავშირების შეთავაზებით, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებისთვის უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის ანაზღაურება - შესაძლოა გადაიხედოს მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაც

ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას.

„ჯგუფის შექმნის მიზანია, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა, რომელიც შეიქმნა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. შეხვედრას სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნითა და აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტაციის გასაცნობად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები მოიწვიეს. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას.

ჯგუფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა. სამუშაო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მედიაციასა და კრიზისიდან გამოსავლის სხვადასხვა გზის მოძიებას, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად, უმტკივნეულო იყოს თითოეული დასაქმებულისთვის.

მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ, მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთათვის, უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, რაც გაიცემა პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ინიციატივა, ჯგუფის წევრებმა, დადებითად შეაფასეს და მისი აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას. კომპანიის წარმომადგენლები, მაღაროს ლიკვიდაციის აუცილებლობის მოტივად, მის არარენტაბელურობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით, მოლაპარაკების გაგრძელებაზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულის წინაპირობა უნდა იყოს დარგის მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DMT დასკვნას (რომელზე დაყრდნობითაც ამყარებს კომპანია საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტაციას) და მოამზადებს ოპტიმალურ წინადადებებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის გზების მოსაძიებლად, ყველა მხარესთან აქტიური მუშაობაა საჭირო. მოკლე პერიოდში, დაიგეგმება ჯგუფის წევრების მიერ, ჭიათურაში გამგზავრებაც, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, რათა გამოინახოს ისეთი ალტერნატივები, რომელიც მაქსიმალურად, დაიცავს დასაქმებულებს მოსალოდნელი ზიანისგან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ჯანდაცვის სამინისტრო - პროფკავშირების შეთავაზებით, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებისთვის უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის ანაზღაურება - შესაძლოა გადაიხედოს მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაც

ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას.

„ჯგუფის შექმნის მიზანია, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა, რომელიც შეიქმნა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. შეხვედრას სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნითა და აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტაციის გასაცნობად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები მოიწვიეს. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას.

ჯგუფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა. სამუშაო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მედიაციასა და კრიზისიდან გამოსავლის სხვადასხვა გზის მოძიებას, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად, უმტკივნეულო იყოს თითოეული დასაქმებულისთვის.

მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ, მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთათვის, უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, რაც გაიცემა პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ინიციატივა, ჯგუფის წევრებმა, დადებითად შეაფასეს და მისი აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას. კომპანიის წარმომადგენლები, მაღაროს ლიკვიდაციის აუცილებლობის მოტივად, მის არარენტაბელურობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით, მოლაპარაკების გაგრძელებაზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულის წინაპირობა უნდა იყოს დარგის მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DMT დასკვნას (რომელზე დაყრდნობითაც ამყარებს კომპანია საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტაციას) და მოამზადებს ოპტიმალურ წინადადებებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის გზების მოსაძიებლად, ყველა მხარესთან აქტიური მუშაობაა საჭირო. მოკლე პერიოდში, დაიგეგმება ჯგუფის წევრების მიერ, ჭიათურაში გამგზავრებაც, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, რათა გამოინახოს ისეთი ალტერნატივები, რომელიც მაქსიმალურად, დაიცავს დასაქმებულებს მოსალოდნელი ზიანისგან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა