სალომე ზურაბიშვილი - ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი საქართველოს ურყევ მხარდამჭერ ესტონეთში ვიზიტით გრძელდება. ესტონეთი ჩვენ გვერდით დგას ევროპულ გზაზე და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს