გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი