ანაგი ქოლაბს, რომელიც ბაზარს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დეველოპერულ სერვისებს სთავაზობს, თამარ გაფრინდაშვილი უხელმძღვანელებს

ანაგი ქოლაბი კოლაბორაციებისთვის − ყველა დეველოპერული სერვისი 1 სივრცეში.

საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგი აანონსებს ახალ მიმართულებას − ანაგი ქოლაბს, რომელიც დეველოპერებსა და ინვესტორებს სთავაზობს კომპლექსურ აუთსორსინგს − სერვისების სრულ პაკეტს უძრავი ქონების პროექტების დასაწყებად, განვითარებისთვის და წარმატებით დასასრულებლად.

თამარ გაფრინდაშვილს უძრავი ქონების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. მას წარმატებით აქვს განხორციელებული სხვადასხვა მსხვილი დეველოპერული პროექტები და აქტიურად ხელმძღვანელობდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყნებში.

ანაგი ქოლაბი სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყოველ პროექტზე და უზრუნველყოფს გამართულ და ხარისხიან განხორციელებას − დაწყებული მიწის ნაკვეთის მოძიებით, დასრულებული გაყიდვების შემდგომი მომსახურებით.

უფრო დეტალურად, ანაგი ქოლაბის სერვისები მოიცავს − საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებას, მიზანშეწონილობის ანალიზს, კომერციული გუნდის ფორმირებას, არქიტექტურულ მომსახურებას, საინვესტიციო პროდუქტების შექმნას, გაყიდვების, მარკეტინგის მართვას, გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, იურიდიულ სერვისს, ფინანსურ ანალიტიკას, ბიუჯეტირებას და ა.შ.

ყველა ეტაპი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და ორგანიზებულად, რაც მომხმარებელს დროის, რესურსების დაზოგვაში ეხმარება და ქმნის სანდოობის გარანტიას.

აღნიშნული სერვისებით, ანაგი ქოლაბი, ანაგთან ერთად დეველოპერულ სექტორში მომსახურების მაღალ სტანდარტებს, ინოვაციურ მიდგომებს, ბიზნესპროცესების ეფექტურ მართვას ნერგავს და ამით ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

„გვჯერა, ჩვენი ხედვა და ინოვაციური მიდგომა შექმნის ისეთ გარემოს, სადაც დეველოპერები შეძლებენ ახალი სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მთელ სექტორში პროგრესის მიღწევას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მომავლისთვის, სადაც უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო ძლიერი და მდგრადი გახდება", – აღნიშნავს ანაგი ქოლაბის CEO - თამარ გაფრინდაშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.anagicollab.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება