ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ ოფისმენეჯერი  და პარტიის იურისტი პროკურატურაში დაიბარეს, მაგრამ მისვლას არ ვაპირებთ - მზად ვართ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვცხადდეთ სასამართლოში

„ძლიერი საქართველოს“ ოფისმენეჯერი და პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე დაბარებულები არიან პროკურატურაში. პროკურატურაში, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილებით საზღვრავს ყველა ქმედებასა და გადაწყვეტილებას - პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ სასამართლო დარბაზში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, - ამის შესახებ „კოალიცია ძლიერი“ საქართველოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას, ყველა იმ ტიპის ზეწოლაზე, რომელიც „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ ხორციელდება.

„ივანიშვილის რუსული რეჟიმი აგრძელებს ბრძოლას მისი მთავარი ოპონენტის „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. ჩვენი ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქართველოს პროკურატურაში დაბარების შემდეგ, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება - იბარებს ჩვენი ოფისის თანამშრომლებსა და კოალიციის წევრებს.

„ძლიერი საქართველოს“ ოფისმენეჯერი და პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე დაბარებულები არიან პროკურატურაში. პროკურატურაში, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილებით საზღვრავს ყველა ქმედებასა და გადაწყვეტილებას. ღიად ვაცხადებთ საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, ეროვნული ინტერესებისა და 2 მთავარი მოთხოვნის - ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების - წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები. ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას, ყველა იმ ტიპის ზეწოლაზე, რომელიც ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ ხორციელდება.

ვაგრძელებთ ბრძოლას, პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს გამოვცხადდეთ სასამართლო დარბაზში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

ეს ბრძოლა არის საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა, ასევე „ძლიერი საქართველოს“ ბრძოლა, სადაც როგორც მთავარ ოპონენტს ივანიშვილი და მისი რეჟიმი დევნის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის