თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს - ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?

ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი? - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გენერალ მამუკა ყურაშვილს.

უფრო კონკრეტულად კი, თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ჟურნალისტთან გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელიც, წულუკიანის შეფასებით, „ყივჩაღივით გადაეყარა“.

„ამ სიტყვებს ამბობთ, „ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მთელ ამ რეგიონში“. ეს არის თქვენი განცხადება, სიტყვა-სიტყვით. ამ განცხადებას სააკაშვილის ზარის მერე აკეთებთ, სანამ ზაზა გოგავა ცეცხლს გახსნის? მარტივ ენაზე გესაუბრებით“, - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს.

თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ უფრო უკეთესად დაკითხვის ოქმში არის ნახსენები და ახლა კი, ამ დეტალს ვერ იხსენებს.

ამის შემდგომ წულუკიანმა მას კვლავ ჰკითხა, ტერმინი - „კონსტიტუციური წესრიგი“ თვითონ მოიფიქრა იმ წუთში, თუ მანამდე კიდევ იყო გაჟღერებული, რაზეც მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნული ტერმინი თავად მოიფიქრა.

„ჩემით მოვიფიქრე. აკადემია მაქვს დამთავრებული და ვიცი, რომ როცა ბანდფორმირებაა შენს მიწა-წყალზე და დროებითი კონტროლი აქვს დაწესებული... რა თქმა უნდა, ეს ჩემი გამოთქმა იყო. ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის არავის დაუვალებია. კარალეთის გზაზე, 7 აგვისტოს ღამე, ჟურნალისტი გადამეყარა და გავაკეთე [განცხადება] “- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა, აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდგომ, უსაყვედურა თუ არა მას ვინმემ, რაზეც ყურაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

„კი, რა თქმა უნდა. გოგავას არ უსაყვედურია, მაგრამ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ „ბრიყვული განცხადება“ იყოო, თუ რაღაც“,-აღნიშნა ყურაშვილმა.

ამის შემდგომ, თეა წულუკიანმა სხდომაზე მსხდომ გენერალს შემდეგი კითხვა დაუსვა.

„ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?“- ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს, რომელმაც საპასუხოდ აღნიშნა, „არა, ნამდვილად არ ვარ“.

„მაშინ რატომ გიწოდათ ბრიყვი, უმაღლესმა მთავარსარდალმა?“- ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც კვლავ საპასუხოდ ყურაშვილმა წულუკიანი სააკაშვილისკენ გადაამისამართა.

„არ ვიცი, ჰკითხეთ მას“, - აღნიშნა ყურაშვილმა და განმარტა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის