სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ესტონეთში იმყოფება, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) თავმჯდომარეს, ლაური ჰუსარს შეხვდა.

ინფორმაციას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შევხვდი ლაური ჰუსარს, რომელმაც მტკიცედ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი დემოკრატიული არჩევნებისკენ ჩვენს ურყევ სწრაფვაში. გმადლობთ თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის!“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს