სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილი ასევე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიკელსონს და კომიტეტის წევრებსაც შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ბალტიის რეგიონს სტუმრობს, სადაც ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსაც შეხვდა, მანამდე კი 25 მარტს, ზურაბიშვილი ასევე ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასაც შეხვდა და ლიეტუვის სეიმში სიტყვითაც გამოვიდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს