პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგამოძიებო კომისიის მუშაობის საპროტესტოდ, მოქალაქეები აქციას მართავენ

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილები საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომიდან გამოსულ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ, გოგა ხაინდრავას მოქალაქეები შეძახილებით შეხვდნენ. მოქალაქეებსა და ხაინდრავას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.

„გოგა ხაინდრავა, მხედრიონელი ადამიანი გამოდის და ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია მიიღო. ამ ფაქტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიცია გოგა ხაინდრავას გადაეფარა.

თეა წულუკიანი, რომელიც უთავმოყვარეოა, „პრავებს უკაჩავებს” გენერლებს, გმირებს, რომლებმაც საკუთარი სამშობლოს გამო ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ახალგაზრდობა და ყველაფერი გაწირეს. უბრალოდ, ნამუსის და თავმოყვარეობის საკითხია ის, რომ ყველა, ვისაც საკუთარი სამშობლო უყვარს გამოვიდეს და საკადრისი პასუხი თეა წულუკიანს გავცეთ”, - აღნიშნა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს