პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ახალგაზრდებმა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად აქცია ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება