ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - ბატონი პუტინი ტექნიკურად აღარ არის „კაგებეს“ თანამშრომელი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორც „კაგებეს“ აგენტი

მიუნხენის გამოსვლიდან მომდევნო წელს პუტინი და მისი არმია საქართველოში შეიჭრნენ, უკრაინის შესახებ დაწერილი ესეს მომდევნო წელს ისინი უკრაინაში შეიჭრნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.

„2021 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ესე დაწერა, რომელშიც საფუძველს უყრიდა უკრაინაში მის შეჭრას. ეს იყო ბოლო შეჭრის წინა წელს. მასში ის უკრაინელი ხალხის, როგორც გამორჩეული და თვითმმართველი ერის არსებობის უფლებას უარყოფს.

ესე სავსეა ტყუილებით, ადოლფ ჰიტლერი იამაყებდა იმით. მაგრამ ის აჩვენებს, რომ ერთი რამ არის სწორი - ბატონი პუტინი ძირეულად რუსი იმპერიალისტია. ის ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ ბოლო 40 წლის უდიდესი ისტორიული ტრაგედია საბჭოთა ძალისა და აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენის ჩამოშლა იყო.

პუტინი საჯაროდ აცხადებს თავისი სიდიადის ბოდვებს, მაგრამ ის სიტყვებზე და გამოსვლებზე არ ჩერდება. ის ნებისმიერ საჭირო ზომებს იყენებს, რათა ნატო-ს წინააღმდეგ თავისი ათწლეულების პოლიტიკური ომი გააგრძელოს, და ის დაუნდობლად მუშაობს, რათა მიაღწიოს თავის სასურველ იმპერიას.

თავისი მიუნხენის გამოსვლიდან მეორე წელს, ვლადიმირ პუტინი და მისი არმია შეიჭრნენ მეზობელ საქართველოს რესპუბლიკაში. უკრაინის შესახებ თავისი ესე-დან მეორე წელს, ისინი უკრაინაში შეიჭრნენ.

ბატონი პუტინი ტექნიკურად აღარ არის „კაგებეს“ თანამშრომელი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიქრობს როგორც „კაგებეს“ აგენტი. ისეთი, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს რუსეთში და მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ხალხის მოსაწამლად, შურს იძიებს თავის კრიტიკოსებზე საერთაშორისო საზღვრების გაუთვალისწინებლად. ის აპატიმრებს რეპორტიორებსა და აქტივისტებს. რატომ აკეთებს ამას? ვინაიდან დიქტატორები რეალურად თავისი ხალხის შიშში ცხოვრობენ“, - განაცხადა უიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი