ანა დოლიძე - წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა აღიარების ხელშეწყობა

წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, ისეთი რაღაც დაწერონ, სადაც ჩვენ გამოვალთ მტყუანები, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

ანა დოლიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთისთვის და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება.

,,ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს თეას ფანჩატურის სხდომა. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სამ რაღაცას. პირველი ეს არის ყურადღების გადატანა, რეალურად ამ ბანდას დღის წესრიგის მხრივ არაფერი არ აქვთ, არიან ჩიხში და იგონებენ ამ ყველაფერს. მეორეც, ეს ემსახურება მაქსიმალურად დაამცირონ ოპოზიცია, შეურაცხყოფა მიაყენონ, ხაფანგში მოამწყვდიონ, მიხვალ არ მიხვალ. მესამე, ეს არის ის, რაც დღეს ხდება და ეს არის ჯარისკაცებზე ანგარიშსწორება. თავიდან ბოლომდე აგვისტოს ომის გადაწერა, ეს არის ამათი მოღალატეობრივი ამოცანა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ანგარიშები არსებობს, კვლევები არსებობს, არის ჩვენებები და ყველაფერი დადგენილია. რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ დადგენილია. ეს ყველაფერი გამოკვლეულია. საერთაშორისო სისხლის სასამართლოში, ჰააგაში ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სამი ადამიანი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, ამის გადაწერის მცდელობაზეა აქ საუბარი. წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, ისეთი რაღაც დაწერონ, სადაც ჩვენ გამოვალთ მტყუანები. ეს არის უბრალოდ შირმა, სინამდვილეში აქ იქნება ისტორიის გადაწერა. აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება. ეს სამართლებრივი საფუძველი სჭირდებათ ამათ, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ აგრესორები და არა საერთაშორისო აგრესიის მსხვერპლები’’, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს