მარგუს ცაჰკნა - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ტალინში სალომე ზურაბიშვილთან. ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს არღვევს საქართველოში. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში და აგრძელებს თქვენს გვერდში დგომას“, - წერს ცაჰკნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს