რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩის გავლით პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა

რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეების ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა.

„ყველგან „მილიცია“, არასად სამართალი!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოს საპოლიციო კორდონია. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც ასევე, პოლიციის კორდონია განლაგებული.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული. დაკავებულთა შორისაა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება