სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ ევროპის საბჭოს მიერ ომბუდსმენების და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისთვის გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

2025 წლის 27-28 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ევროპის საბჭოს მიერ ომბუდსმენების და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისთვის გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციაზე ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, ამ გამოწვევათა დასაძლევად ომბუდსმენის ინსტიტუტებისა და NHRI-ების როლი და შესაძლებლობები განიხილეს.

„შეხვედრის მონაწილეები სესიებზე კრიზისულ პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ; ვენეციის პრინციპების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ომბუდსმენებისა და NHRI-ების როლზე იმსჯელეს; ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლს ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჩარჩო კონვენციის აღსრულების პროცესში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება