თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” წევრები ეკა გიორგობიანი და თორნიკე ართქმელაძე იკითხებიან.

ორივე მათგანი მაგისტრ მოსამართლესთან უპასუხებენ შეკითხვებს, თუ რატომ არ ჩაიბარეს „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე ჯაფარიძის დაბარებას ეხებოდა.

როგორც თორნიკე ართქმელაძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი, რომელიც “ლელოს” ოფისში მივიდა არ ჩაიბარეს იმიტომ, რომ ადრესატად მითითებული იყო ბადრი ჯაფარიძე და არა თვითონ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“. შესაბამისად, მისივე განმარტებით, წერილის ჩაბარება კანონიერი არ იქნებოდა.

„ამ ეტაპისთვის, ჩემთვის უცნობია, რა კითხვები აქვს პროკურატურას ჩემთან, თუმცა სატელეფონო საუბრისას მითხრეს, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით სურთ მოწმის სახით დამკითხონ. არაფერი გვაქვს დასამალი, აქ მოვედი, მზად ვარ ჩვენება მივცე და მათ კითხვებს ვუპასუხო. ბადრი ჯაფარიძის საქმეში ვგულისხმობ იმას, რომ სავარაუდოდ, ეს არის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში არგამოცხადება. ალბათ, უწყება იყო, რაც “ლელოს” ოფისში მოიტანეს, თუმცა ადრესატი არ იყო ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და ამიტომ მისი ჩაბარება, პირიქით, უკანონო იქნებოდა. მათ შეეძლოთ უამრავი სხვა მეთოდით ჩაებარებინათ ის ბატონი ბადრისთვის. სამართლებრივ პროცედურასთან კავშირი არ გაქვს, რაც აქ გაიმართება არის სრულად პოლიტიკური პროცესი. მე ვარ ადვოკატი, იმ მომენტში ვახორციელებდი ჩემს საადვოკატო უფლებამოსილებას და საერთოდ არ უნდა ვიკითხებოდე მოწმის სახით, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან სრულად არის გასული”, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება