ადვოკატი - ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და მიიჩნევს, რომ კანონდარღვევა არ ჩაუდენია - ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დიღმის მთავარ სამმართველოშია.

ის მისმა ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოინახულა. მისთვის უცნობია, ხოშტარიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მას გაათავისუფლებენ.

„შემიძლია ვთქვა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილია, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელენე თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ეს სახელმწიფოს იმ რეპრესიული მექანიზმის გაგრძელებაა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იყენებს და იყენებს, ყველას წინააღმდეგ, ვინც პროტესტში მონაწილეობს“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება