პოლიტიკური პარტიები - ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს

სამი პოლიტიკური პარტია - კოალიცია „ცვლილებებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო” ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს“.

„პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად - ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა.

როდესაც საზოგადოებამ ივანიშვილის ამ საშინელ ქმედებას მწვავედ უპასუხა, რეჟიმმა შეთითხნა ახალი სიბინძურე ელენეს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი შიშში ცხოვრობს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ყველანაირ უღირს მეთოდს იყენებს.

სრული სოლიდარობა ელენეს!

ელენე თავისუფალია!

რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას!"- ნათქვამია სამი პოლიტიკური პარტიის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება