ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ - ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს - მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება

ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს - მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, - ამის შესახებ განცხადებას „ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ძალადობრივი მოქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს.

„ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს, ასევე სამართალდამცავების მხრიდან მათ უკანონო დაკავებებს.

ასეთი ძალადობრივი მოქმედებები ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს ჩვენს საზოგადოებაში.

მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს და გამიჯნონ პოლიტიკური კრიტიკა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან.

მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უზრუნველყონ კანონის სრული ძალით აღსრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება