გიორგი გახარია - ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს - გპირდებით, შესაძლებლობის ფარგლებში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქვეყანაში თქვენს პროფესიაში იყოთ დაფასებულები

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

განცხადებას გახარია „ფეისბუქზე“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმები ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვიან მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

„ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

ეს პროფესია ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით გლობალური პანდემიის მართვის პროცესში, სადაც აღმოვაჩინე, რომ თქვენ, თქვენი ძალიან ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, ხშირად დაუფასებლად, მაგრამ როგორ დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვით თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

ექიმობა სამოქალაქო გმირობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში როგორშიც გიწევთ მუშაობა და მე გპირდებით, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში თქვენს პროფესიაში იყოთ დაფასებულები”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება