გივიკო ბარათაშვილი - ვაგრძელებთ მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში

ვაგრძელებთ მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ორი რეგიონია დარჩენილი და იქაც აუცილებლად ჩავალთ, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მსახიობმა, გივიკო ბარათაშვილმა, ჟურნალისტებთან საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში ახალციხეში წასვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე, სადაც საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში იყვნენ, „შედეგი გამოიღო“.

„ჩვენი მიზანი იყო ხალხთან საუბარი და დიალოგი. ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისთვის - არ აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს აზრზე არიან თუ იმ ადამიანებთან, ვინც საწინააღმდეგო აზრზე არიან. მითუმეტეს, ამ ადამიანებთან საუბარი უფრო საინტერესო და პროდუქტიულია. მგონია, რომ სადაც ვიყავით, უკვე ყველგან გამოიღო რაღაც მხრივ შედეგი. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს მანიფესტს, მივდივართ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ორი რეგიონია დარჩენილი და იქაც აუცილებლად ჩავალთ“, - განაცხადა გივიკო ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება