დავით მათიკაშვილი - ახალგაზრდა თაობა ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას - გაიაზროს ის უმძიმესი დრო და კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც იდგა საქართველოს წინაშე, სადისტურ რეჟიმს რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა

ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა. სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტები, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე აფიშირდება, წარდგება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა თაობა ვალდებულია „კარგად მოუსმინოს“ კომისიას.

„განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და საკმაოდ კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება