გიგი წერეთელი - მგონი, მოლოდინს არავინ უნდა ქმნიდეს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს - დარწმუნებული ვარ, განცხადება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იქნება

არავის უთქვამს და ასეთ მოლოდინს მგონი, არავინ უნდა ქმნიდეს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს - ასეთი რამ მე არ მომისმენია, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 31 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხვალინდელი განცხადება იმ სულისკვეთებაზე იქნება, რომელიც დღეს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებობს.

“ვფიქრობ, თვითონ 31 მარტის შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ღირებულია იმ ბრძოლასთან რეზონანსში, რაც დღეს არის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ძალიან კარგია, რომ იქნება რაც შეიძლება ბევრი ხალხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ პარტიების კოორდინაციაც და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც ძალიან საჭიროა. განცხადება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იქნება. მთავარი ალბათ, იქნება იმ სულისკვეთებაზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, აქვს თვითონ სალომე ზურაბიშვილს და ჩვენს პარტნიორებს.

არავის არ უთქვამს და ასეთ მოლოდინს მგონი არავინ უნდა ქმნიდეს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს - ასეთი რამ მე არ მომისმენია. გეგმა არსებობს სტრუქტურულად შემდეგი - არის პროტესტი, არის ჩვენი პარტნიორების მობილიზება იმ ხალხის მხარდაჭერისთვის, რომელიც იბრძვის, რომ იყოს ახალი დემოკრატიული პროცესი და არჩევნები, არ იყოს პოლიტპატიმრები, შეწყდეს რეპრესიები და ამ მიმართულებით რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოებასთან ერთად”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა