პარტია „საქართველოსთვის“ - თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საქართველოს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამაზან-ბაირამი შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია.

„ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი, სამაგალითო ისტორია გვაქვს.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სიხარულს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება