დონალდ ტრამპი - თუ ირანი ბირთვულ შეთანხმებას არ დადებს, იქნება დაბომბვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვითა და მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ მიაღწევს.

“თუ ისინი გარიგებას არ დადებენ, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ”, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებობს შანსი, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, მის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს ოთხი წლის წინ გააკეთა.

ცნობისთვის, ირანმა შეერთებულ შტატებს ომანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს მოუწოდებს, ახალ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს. ირანმა აშშ-ს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკაა, არ ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიისა და სამხედრო მუქარის პირობებში“.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

„პირდაპირი მოლაპარაკებები (აშშ-თან) უარყოფილია, მაგრამ ირანი ყოველთვის იყო ჩართული არაპირდაპირ მოლაპარაკებებში და ახლაც, უზენაესმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკებები კვლავ შეიძლება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია