გიორგი გახარია - მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად

მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“.

„დღეს 31 მარტია. ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.

წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ - განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს.

მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად.

გილოცავთ 31 მარტს!“ - წერს გახარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება