მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა, ჯანმო დაზარალებულების დასახმარებლად 8 მილიონს ითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიონი აშშ დოლარი მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერო-ს სააგენტოს განმარტებით, ის რეაგირებს გადაუდებელი აქტივაციის უმაღლეს დონეზე და საჭიროა შემოწირულებები დაშავებული მოქალაქეების სამკურნალოდ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და არსებითი ჯანმრთელობის სერვისების აღდგენისთვის.

მიანმარის სამხედრო ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 1 700 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პარასკევს მოხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი