კირილ დმიტრიევი - რუსეთმა და აშშ-მა იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დედამიწის იშვიათი ლითონების შესახებ პროექტებთან დაკავშირებით დისკუსიები დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო -ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დედამიწის იშვიათი ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ დისკუსია რუსეთში დედამიწის იშვიათი ლითონებისა და პროექტების შესახებ“, - განაცხადა დმიტრიევმა.

მისი თქმით, რამდენიმე ამერიკული კომპანია უკვე დაინტერესდა პროექტებით.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ამერიკულ სამთავრობო უწყებებს და კომპანიებს იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებულ პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება