დომუსი ავლაბარი - ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში

დომუსი წარმოგიდგენთ უახლეს მულტიფუნქციურ პროექტს თბილისის ისტორიულ უბანში – დომუს ავლაბარს, ულამაზესი პანორამული ხედებით ძველ თბილისზე.

პროექტი აერთიანებს ავლაბრის ისტორიულ გარემოსთან ორგანულად შერწყმულ თანამედროვე საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. მისი კონცეფცია ეფუძნება ხარისხს, მდგრად დეველოპმენტს და ინოვაციას - დომუსის ხელწერად ქცეულ კრიტერიუმებს. შენობის არქიტექტურაზე იმუშავა MUA Architecture & Placemaking - მა.

თანამედროვე სტანდარტები ისტორიულ გარემოში

კომპლექსის A ბლოკი, საცხოვრებელი სივრცე, 23 სართულს და 220 ბინას მოიცავს. ბინების აივნებიდან და ვიტრაჟული ფანჯრებიდან ძველი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, რაც სრულად გაგრძნობინებთ ძველი ქალაქის ხიბლის და თანამედროვე კომფორტის შერწყმას.

B ბლოკი, საოფისე და კომერციული სივრცე, 10 სართულიანია. ქვედა დონეზე გათვალისწინებულია ფუდკორტი, რომელიც დამატებითი ბენეფიტი იქნება დომუს ავლაბარის მაცხოვრებლებისთვისაც.

მდგრადობა და ენერგოეფექტურობა

დომუსისთვის, ქართულ ბაზარზე პირველი მწვანე კონცეფციის შენობის შემქმნელი კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესია პროექტების მდგრადობა და ენერგოეფექტურობა.

დომუს ავლაბარში ამ მიზანს მრავალი კომპონენტი ემსახურება. მაგალითისათვის, ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრები ავსებს სივრცეს ბუნებრივი განათებით და თავისი საიზოლაციო თვისებებით, დაბალემისიურ მინებთან ერთად, მნიშვნელოვან ენერგოეფექტურ ტექნოლოგიას წარმოადგენს: ქმნის კომფორტულ მიკროკლიმატს ყველა სეზონზე.

კომფორტული გარემო და ცხოვრების მაღალი ხარისხი

ლობი კონსიერჟის მომსახურებით, მწვანე სივრცე საბავშვო ზონით, ოთხდონიანი ავტოსადგომი EV დამტენებით - ყველა დეტალი გულდასმით არის გააზრებული, რომ მაცხოვრებლებს კომფორტული და მრავალფეროვანი ცხოვრება შევთავაზოთ.

იდეალური მდებარეობა და პერსპექტივა

სტრატეგიული მდებარეობა სასტუმროებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების სიახლოვეს კიდევ ერთი უპირატესობაა, რომელიც პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საოფისედ, საინვესტიციოდ და ბიზნესის განსავითარებლად.

დომუს ავლაბარი – ძველი თბილისის ატმოსფერო, თანამედროვე ურბანული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს