მამუკა ხაზარაძე - დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა - რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო - დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს! - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, სისხლით მოპოვებული თავისუფლება დღეს ისევ საფრთხეშია!

„1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო!

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

ეს იყო ქართველი ერის დიდი გზა მსხვერპლით, დაკარგული ტერიტორიებით, განადგურებული ოჯახებით, დევნილობით, მაგრამ მაინც ეროვნული იდეის გადარჩენისა და განვითარების გზაზე დადგომის ყველაზე სახელოვანი ისტორიით პოსტსაბჭოთა სივრცეში! ამ ისტორიის კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომში იმ გმირი ჯარისკაცების თავდადება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს რუსული ჩექმისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!

დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება!

დღეს ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა!

ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება!

საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა!

სრული ბოიკოტი რუსული ოცნების რუსულ კომისიას!

რუსეთი მტერია!

ანწუხელიძე უკვდავია!“- წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი