აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და ევროპის ერთ-ერთი უძველესი კოიმბრას უნივერსიტეტის (პორტუგალია) თანამშრომლობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალ ფაზაში შევიდა. პროგრამის ფარგლებში კოიმბრას უნივერსიტეტს, სადაც გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კოიმბრას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ პერსონალთან.

მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტების პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობის დამყარების ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე, ასევე შეხვედრაზე დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობის სამომავლო გეგმები სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განვითარების მიმართულებით, მათ შორის განათლების, სამართლის, არქიტექტურის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიცინის სფეროებში.

მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია) 1290 წელს დაარსდა და 2013 წელს იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, ხოლო ქალაქი კოიმბრა ხშირად მოიხსენიება როგორც ,,სტუდენტების ქალაქი“.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას კოიმბრას უნივერსიტეტში წარმოადგენდა რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან აფთარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეონა ხაჩიძე.

დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, პირადად გაეცნენ ქართველი სტუდენტების კოიმბრას უნივერსიტეტში აკადემიური თუ სოციალური ინტეგრაციის პროცესს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და უნივერსიტეტის აკადემიურ და ისტორიულ გამოცდილებას.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა