თეა წულუკიანი - ვინც განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო, რატომ არ ახსენებენ უშანგი სოფრომაძეს? გიორგი ანწუხელიძემ, რა თქმა უნდა, გმირობა აჩვენა, მაგრამ არამხოლოდ მან - იქ იყვნენ უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური

ჩვენ მაშინდელ პოლიტიკოსებს ვეკითხებით, რატომ აქციე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა, რატომ აქციე ჯარი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად. ასევე ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე, რატომ ჩავარდა ის ტყვედ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება? - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სეპარატისტებთან და რუსებთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ანწუხელიძემ, გმირობა ჩაიდინა, თუმცა, ის მარტო არ იმყოფებოდა და დაინტერესდა, „ვინც კომისიის სხდომებით განერვიულდა, რატომ არ ახსენეს მათ ასევე გმირულად დაღუპული სხვა ჯარისკაცები, მაგალითად, უშანგი სოფრომაძე და კახაბერ ხუბულური“.

„ის გმირი რომ ჩავარდა ტყვედ, შემდეგ, რა თქმა უნდა, მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, გმირობა აჩვენა, არამხოლოდ მან, სხვათა შორის - ვინც გუშინ და გუშინწინ განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო, რატომ არ ახსენებენ უშანგი სოფრომაძეს? იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს? - ეს არის შეკითხვები, შეიძლებოდა ამისი თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა?“ - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კომისიის მიზანია, ყველამ გაიგოს, რომ ჯარი არ არის სათამაშო, სააკაშვილმა კი, ჯარი, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, საკუთარ სათამაშოდ აქცია.

„ჩვენი მიზანია, ყველამ გაიგოს, ვინც არ უნდა მოხვიდეთ ახალგაზრდებო მომავალში პოლიტიკაში, უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის, ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულების კვლევას გავაგრძელებთ და ბუნებრივია, ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს, ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი ქუჩაშია და ზოგიერთიც გაქცეულია, რა თქმა უნდა, ღელავენ, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღვრიონ გონება და აფიქრებინონ, თითქოს, ეს კომისია არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია