ქედაში, მანქანის მდინარეში გადავარდნის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ქედაში სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

„ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

დაშავებულები ქედის კლინიკაში არიან მოთავსებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება