საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

„31 მარტიდან, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სტარტს აიღებს ევროპის ქალთა ინდივიდუალური პირველობა, სადაც 34 ქვეყნის 136 საუკეთესო მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობა. ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ .ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და I-X ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატი თითოეული მოჭადრაკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

„აქ იბრძვიან არა მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის, არამედ მსოფლიო თასის საგზურებისთვისაც. ქართველ ქალებს დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ წამყვანი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და იმედია, რომ ამჯერადაც ღირსეულად იასპარეზებენ’ - განაცხადა აკაკი იაშვილმა.

ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ღირსებას ტურნირზე დაიცავენ: ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ინგა ხურცილავა, კესარია მგელაძე, ანასტასია კირთაძე, ლილე ქორიძე, მარიამ ცეცხლაძე, ნია დონღვანი.

„თამაშები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პირველი ტური 31 მარტს გაიმართება, დასკვნითი,მე-11 ტური კი 11 აპრილს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს სპორტის სამინისტროა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს