დიმიტრი მედვედევი - ევროპელი პოლიტიკოსების რუსოფობიის მწვავე ფორმის საუკეთესო წამალი რუსული რაკეტებია - მანიაკალურ სტადიაში მყოფი პაციენტების მაგალითები არიან მაკრონი, სტარმერი, სტუბი და მრავალი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი

ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიის მწვავე ფორმით დაავადდა, საუკეთესო წამალი უახლესი რუსული რაკეტებია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსომანიით (აგრეთვე რუსოფობია) მწვავე ფორმით დაავადდა. მკურნალობა სიმპტომურია. ტრადიციული მედიკამენტები, ზოგადად, არაეფექტურია. საუკეთესო თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ძლიერი სედატიური საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა „კალიბრი“, „ონიქსი“, „ისკანდერი“ და ძლიერი მრავალკომპონენტიანი ტრანკვილიზატორი „ორეშნიკი“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, რუსოფობიის მანიაკალურ სტადიას ახასიათებს მოტორული აგზნება, აგრესიულობა, ძლიერ ადამიანებზე თავდასხმის სურვილი.

„მანიაკალურ სტადიაში მყოფი პაციენტების მაგალითები არიან მაკრონი, სტარმერი, სტუბი და მრავალი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი“, - აღნიშნა მედვედევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს