პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მტკიცებით, “საქართველოს პარლამენტი აშშ-ის FARA-ს ქართულ რედაქციას იღებს“.

მათ მიერ ინიცირებული კანონის პროექტით, სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: - უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება