გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღმის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების აბონენტებს შეეხება.

“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ აპრილს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, ზაქარო, წყაროსთავზე, არაშენდა, წეროვანი, ნატახტარი, გაზის დასახლებაში.

11:30-იდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, ავთანდილის, სარგის კაკაბაძის, მარიამ უგრელიძის, ილია შეყლაშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 12:00-იდან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ფიროსმანის, სვეტიცხოვლის, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე, ქედისბოლოს დასახლებაში, სოფლებში წოდორეთი, ლისი, პანტიანი.

11:00-იდან 11:10 საათამდე და 16:50-იდან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, დოლოშა, ვარცლა, ჟინვალი, ქვემო არანისი, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ფიტავი, შაღაანები და მიმდებარე სოფლებში. 12:00-იდან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, ლაზვიანი, ბაგიჭალა, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი