ეროვნული ბანკი - 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

„2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ განაპირობა. კერძოდ, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა. ასევე, კვლავ მაღალი ტემპით იზრდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები და 2024 წელს წინა წელთან შედარებით, 16.1 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.6 პროცენტით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6.3 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2024 წლის მდგომარეობით მშპ-თან 3.9 პროცენტს შეადგენს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში ქვეყნდება.

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება