მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას - სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი

მიკვირს, რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დეპუტატ ემზარ კვიციანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სისტემატურად აშანტაჟებდა საქართველოს ხელისუფლებას.

„ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომაზე ემზარ კვიციანს მოუსმინეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება