ვლადიმერ პუტინმა გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2025 წლის 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ არიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 160 000 ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ცნობისთვის, რუსეთში 2024 წელს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში 150 000, ხოლო შემოდგომაზე 133 000 მოქალაქე გაიწვიეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!