თორნიკე ართქმელაძე - კანონპროექტის ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ - ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი „სრული სიგიჟეა“.

ართქმელაძის განცხადებით, ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერ პარტიას აკრძალავენ, შესაბამისად, მისი შეფასებით, განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება.

“ამასობაში, პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შემოიტანეს. სამართლებრივად ამაზე ვერაფერს ვიტყვი, სრული სიგიჟე. ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ. რა თქმა უნდა, არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა გაუწევს წინააღმდეგობას.

კომპლექტში მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო პერიოდში პარტიებს 14 დღეში აკრძალავენ.

მაშ ასე, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 34-ე წლის თავზე ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება”, - წერს ართქმელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება