ილონ მასკი - როდესაც რადიკალური მემარცხენეები გამარჯვებას დემოკრატიული კენჭისყრის შედეგად ვერ აღწევენ, ოპონენტების დასაკავებლად სასამართლო სისტემას ბოროტად იყენებენ

როდესაც რადიკალური მემარცხენეები გამარჯვებას დემოკრატიული კენჭისყრის შედეგად ვერ აღწევენ, ისინი ოპონენტების დასაკავებლად სასამართლო სისტემას ბოროტად იყენებენ, - ასე ეხმაურება აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი პარიზის სასამართლოს მიერ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტს პასუხობს, რომლის ავტორი, მაიკ ბენცი წერს, რომ „ყველა პოპულისტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დემოკრატიის მიმართ სანდოობის გულში ჩაცემული ხანჯალია" და მაგალითების სახით, საფრანგეთში მარინ ლე პენს, ბრაზილიაში ჟაირ ბოლსონარუს, პაკისტანში იმრან ხანს, იტალიაში მატეო სალვინის, აშშ-ში დონალდ ტრამპსა და რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს ასახელებს.

„ეს მთელ მსოფლიოში მათი სტანდარტული სამოქმედო გეგმაა“, - აღნიშნავს ილონ მასკი.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება