კახეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

კახეთში, უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბავშვი წყალსაცავში ჩავარდა. ის ადგილზე მყოფმა მამაკაცმა შეამჩნია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მცირეწლოვანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის დროს, კომპლექსში, რომლის ტერიტორიაზეც უბედური შემთხვევა მოხდა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგების კონფერენცია მიმდინარეობდა.

გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ. მომხდარის დეტალებს პოლიცია იძიებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს