ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის როლს, რომელიც 2025 წლის 1 -ელი მაისიდან ფართოვდება და მოიცავს როგორც საპენსიო ფონდის საინვესტიციო, ასევე ადმინისტრაციული, საოპერაციო და სხვა ფუნქციების ზედამხედველობას.

„ჩვენი, როგორც ზედამხედველის, მთავარი მიზანია საპენსიო ფონდის მონაწილეთა დანაზოგების უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად საიმედო მარეგულირებელი გარემოს შექმნა. მიგვაჩნია, რომ დღემდე საპენსიო სააგენტო წარმატებით ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და მტკიცედ გვწამს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო შედეგების წლიური შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები გამართა. ერთ-ერთი პანელური დისკუსია „კარგი მმართველობის ჩარჩოს“ თემას მიეძღვნა. პანელზე ეფექტური მმართველობის მნიშვნელობასა და როლზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საქმიანობის შედეგად საპენსიო ფონდის აქტივები 6 მლრდ. ლარს აღემატება, ამონაგები კი 1.4 მლრდ. ლარს აჭარბებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება