Politico - გერმანიის მომავალ მთავრობას ვიქტორ ორბანის დასჯა სურს

გერმანიის მომავალ მთავრობას ვიქტორ ორბანის დასჯა სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კოალიციას უნგრეთისთვის თანხების დაკავებისა და ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერების მიზნით ევროკავშირზე ზეწოლის გაძლიერება სურს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) და მოსალოდნელი კოალიციური პარტნიორები „სოციალ დემოკრატები“ შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირს იმ წევრებისთვის, რომლებიც მთავარ პრინციპებს, მაგალითად კანონის უზენაესობას არღვევენ, თანხების შეკავება და ხმის უფლების დროებით ჩამორთმევა მოსთხოვონ.

„არსებული დამცავი ინსტრუმენტები, წესების დარღვევის პროცედურებიდან და ევროკავშირის თანხების დაკავებიდან დაწყებული და დამთავრებული წევრობის უფლებების შეჩერებით, როგორიც ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლებაა, უფრო თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ დოკუმენტში უნგრეთი პირდაპირ არ არის დასახელებული, თუმცა ნამდვილად უნდა იგულისხმებოდეს, რადგან უკანასკნელი რამდენიმე წელია მას დემოკრატიული ნორმების დარღვევაში, პრესის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი