ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან  დღეს ის განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია -  მას უნდა ვუპასუხოთ ერთიანობით

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს ისტორიული დღეა, ამ დღეს აქვს მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, რამდენადაც ამ დღეს, 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო განსაკუთრებული ერთიანობის, ემოციის და თავისუფლებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი დამადასტურებელი დღე. ქართველი ხალხი მუდმივად ილტვოდა თავისუფლებისკენ. ეს დღე არის თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობის დღე. ამიტომ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეფერენდუმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს ის განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია. მას უნდა ვუპასუხოთ სწორედ იმ ერთიანობით, რომელიც 1991 წლის 31 მარტს იყო", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება