სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია - ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა

მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია - ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წყობიდან გამოჰყავს საზოგადოების სოლიდარობას, ერთობას, ინდივიდუალურ ღირსებასა და გამძლეობას.

„მთავარი მიღწევა, თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება, ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხა ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით. ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროცესში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორე მხრივ, მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია, პროტესტი ვერ გააჩერეს, ხალხი ვერ გააჩუმეს, ვერ ჩაახშეს, ვერ დააშინეს, ვერ დააქუცმაცეს. ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა! ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პროტესტის ძალა აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება. ოთხი თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა - „ცეცხლი ოლიგარქიას“ არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია.

გურიაში სტიქიის წინააღმდეგ, ჯარიმების გადახდაში ერთმანეთის დახმარება, სასამართლოსთან ერთად დგომა - ესაა ნამდვილი ერთიანობა და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება.

დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ - უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ სოლიდარობასა და ერთობას, როგორც ინდივიდუალურ ღირსებასა და გამძლეობას გამოჰყავს წყობიდან მმართველი პარტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის