სალომე ზურაბიშვილი - არ შემიძლია, წინ არ აღვუდგე საზიზღრობას, ვსაუბრობ პროკურორ თეა „ვიშინსკიზე, ე.წ. საგამოძიებო კომიტეტზე - მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და უკეთებს საკუთარ ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი

[საგამოძიებო კომისია] არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი - ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, - ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება რუსული დაკვეთის შესრულებაა.

“არ შემიძლია, მე დღეს, 31 მარტს ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ, ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ “პროკურორ თეა ვიშინსკიზე” ე.წ. საგამოძიებო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი - ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება. ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულება.

მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმს ყველა დამოკიდებული დაემორჩილა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლო სისტემა გააუქმა, მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა მთავარი მისი ფუნქცია ანუ მოქალაქეების დაცვა, ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება.

ასეთი სურათის შექმნა - ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და, მაშასადამე, დემორალიზაცია, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას.

მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მაშასადამე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის, ცალკეული მოქალაქის მტერი, ამიტომ დღეს, 31 მარტს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს არ მივეცეთ უიმედობასა და სასოწარკვეთას, მათაც ეს უნდათ, უნდათ, რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. რაღაც დაწყებული კამპანიები ამას ემსახურება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შიდა მოღალატეებისა და გარე მტრის ერთობლივი მიზნის შესრულებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გადაუდგება და მტერს არასოდეს გაამარჯვებინებს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გაუმარჯოს საქართველოს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან