მამუკა მდინარაძე - თუკი ქვეყანაში, ოკუპაციის, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, სერიოზული პრობლემა აქვს - ფსკერი მართლა ჩახიეს

თუკი ამ ქვეყანაში და დღეს ოკუპაციის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე მართლა დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს, ჩემი აზრით. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვსაუბრობ და ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ნუ გამკიცხავთ ძალიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი, სადაც ბოკუჩავამ ყაველაშვილის მოსკოვში ვიზიტის თაობაზე ისაუბრა, იმდენად „მდაბიოობა, არასერიოზულობა და მავნებლობა“, არც კი უნდა უპასუხო სერიოზულად.

„არ შეიძლება სერიოზულად უპასუხო კითხვას, ჩავა თუ არა ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში. უკვე რაღაცა 0.1-ის დაშვებას მაინც სერიოზულად რომ პასუხობ - არა ნამდვილად არ ჩავა ყაველაშვილი 9 მაისს წითელ მოედანზე თუ რაღაც - არ შეიძლება, იმდენად მარაზმია, იმდენად მდაბიოობაა და იმდენად რაღაცაზეა გათვლილი, არასურეალისტურ სისულელეზე, რომ არც კი უნდა უპასუხო ამას სერიოზულად. როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავს და იკითხო, რომ მართლა ხომ არ ჩავა ყაველაშვილი კრემლში? შეიძლება ამას სერიოზულად უპასუხო? მე მგონია, რომ არ შეიძლება. მდაბიოობაა ამის მიზანი, არასერიოზულობის და მავნებლობის, ფსკერი მართლა ჩახიეს ამ ადამიანებმა, ამაზე რომ ბრიფინგს გააკეთებ დღევანდელ სიტუაციაში და სერიოზულად ილაპარაკებ ამაზე დღეს, თან 9 მაისს დაამთხვევ და იტყვი, რომ 9 მაისს ჩადის, აქ მითუმეტეს აღარ არის, ეს არის ჯერ ერთი საკუთარი თავის უპატივცემულობის აბსოლუტური პიკი და მერე მეორე, ესე იგი ვიღაცები გგონია, რომ არიან ვინც ამას დაიჯერებენ. უდიდესი შეურაცხყოფაა რაღაცა სეგმენტის შენს საზოგადოებაში, რომელსაც შენ გგონია, რომ ეს სჯერა. ისე ხომ არ ჩაატარებდა ამ ბრიფინგს. ვთქვათ ჰგონია, რომ დაიჯერებს 10%-10%-ზე გაქვს საშინელი წარმოდგენა ამას ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის